გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, – ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ და აქედან გამომდინარე სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა შეფუთვით ცდილობენ, რომ ეს პროცესი დააზიანონ. გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა. ჩვენი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არის ურყევი. ეს არის საქართველოს ნომერ პირველი სახელმწიფოებრივი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
