„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას.
„საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და უკვე აქტიურად არის ჩართული მათი განხორციელების პროცესში. ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
