პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.
„კულტურით შეფუთული შეურაცხყოფა კულტურა არაა. მინიმუმ, ესაა მორალური პასუხისმგებლობა. ისინი [ევრობიუროკრატები] ამას ღიად უჭერენ მხარს და ზუსტად იმისათვის, რომ წარმოადგენენ მხარეს. მსოფლიოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ღირსების უფლება. ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები, იზიარებენ თუ არა, მომღერალ კორძის მიერ ქართველების გინებაზე პასუხისმგებლობას. წერილები „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს, დანიის კულტურის ინსტიტუტსა და ხელოვნების სახლს გაუგზავნა. საქმე ეხება სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს, მუსიკოსის, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.
