მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსებმა ქალაქ ხარკოვს დაარტყეს. სალტო-ვსკის რაიონში ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს. დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ჩამონგრეულია სახლის ორი სართული.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შეუტიეს ხარკოვის კიევის რაიონსაც.
კომენტარები
