ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად ისვენებდა და 24 სექტემბერს რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა გადაწყვიტა, ამის შემდეგ მას ოჯახი ვეღარ დაუკავშირდა.
გოგონას გაუჩინარების გამო, მისმა ოჯახმა პოლიციას მიმართა. სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს პირი, ვისთან ერთადაც რუსი ტურისტი ბოლოს ნახეს.
დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები, 25 წლის ედგარ აბუხბა, რომელმაც დაკითხვაზე გოგონას მკვლელობა აღიარა და თავადვე მიუთითა ცხედრის ადგილმდებარეობა. მკვლელობის ადგილი კი სოფელ ფსახარაში მდებარე ნაქირავები ბინაა. აბუხბას ჩვენების მიხედვით, მან გოგონა შელაპარაკების დროს გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ბზიფის ხეობის რაიონში წაიღო, სადაც მისი წყალში გადაგდება ჰქონდა განზრახული, თუმცა, ვერ მოახერხა და ცხედარი ბუჩქებში დატოვა.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, 2021 წელს “სასამართლომ” ედგარ აბუხბას 9-წლიანი პატიმრობა მოისაჯა მძიმე დანაშაულებისთვის. ის ბრალდებული იყო გაუპატიურებაში, ძარცვასა და ქალზე ძალადობაში, თუმცა მან ციხეში დაახლოებით 4,5 წელში დატოვა. დანაშაულის ჩადენის დროს აბუხბა არასრულწლოვანი იყო, რამაც სასჯელის განსაზღვრაზე იმოქმედა.
წყარო: https://mtavarinow.ge/506-okupirebul-apkhazetshi-26-tslis-rusi-turisti-gogo-tsamebit-mokles-dakavebulia-gudautis-mtskhovrebi
