უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ „ფედერალისტები“ ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი კვლევაზე, რომელიც ოპოზიციამ დამალა.
როგორც აღმოჩნდა, თამარ ჩერგოლეიშვილს აღნიშნულ კვლევაში „ფედერალისტების“ რეიტინგი არ მოეწონა.
8 ოპოზიციურ პარტიას „IRI“-ის გამოკითხვით ჯამში 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს – „ქართულ ოცნებას“ კი 36.
ეს შედეგები კი ოპოზიციამ დამალა, არა და კვლევის ჩატარება საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავად დაუკვეთა. მმართველი პარტიის 36% არის ალოკაციის გარეშე, ხოლო ალოკაციით 55% პროცენტი აქვს. აღსანიშნავია, რომ „IRI“ -ის კვლევაში „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მაქსიმუმი აქვს, ხოლო ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი.
დამალული შედეგები ორი წლის შემდეგ მაინც გასაჯაროვდა და ოპოზიციაშიც ისტერიამ არ დააყოვნა, თუმცა მაინც არ ამბობენ, რატომ დამალეს კვლევის შედეგები.
