მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორგასლის ოფისში ბრიფინგი გამართა.
“17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50%-მა, წალკაში 37%-მა, ხოლო ვანში 57%-მა. საარჩევნო უბნები, საქართველოს დროით, 20:00 საათზე დაიხურება. ტრადიციულად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
კომენტარები
