პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი “ევროპის დღე 2026”-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევასა და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, როდესაც მილიონობით ადამიანის მაგინებელ მომღერლებს ცეკვითა და თანხით ახალისებ, აღარ უნდა გაგიკვირდეს არჩევნებზე მიღებული შედეგები.
“როცა საზოგადოების მაგინებელ მომღერლებს [ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“] ფულს უხდი და ახალისებ, მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე მილიონობით ადამიანის გინება – თუნდაც სიმღერით – მაღალი ხელოვნებაა… ამხელა რანგის ადამიანი (პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში), პირდაპირი გაგებით, ტინგიცობ ამ მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება და ყოველთვის დაფიქსირდება არჩევნებზე ისეთი შედეგი, როგორიც აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა.“- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.
