იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან. „ჰუსიტების“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იემენის დედაქალაქ სანაში მარილის ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა, ხოლო ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სახლზე თავდასხმის შედეგად ერთი ქალი და სამი ბავშვი დაიჭრა.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთში, ალ ჯაუფის რეგიონში სამთავრობო კომპლექსზე თავდასხმის შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ერთი ქალი.
საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ მათმა სამხედრო ძალებმა ბოლო დღეებში „ჰუსიტების“ თავდასხმებს უპასუხეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში მეფე ხალიდისსაერთაშორისო აეროპორტზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდასხმას წინ უძღოდა ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“აიღეს. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.
