საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთ, – აცხადებს kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.
როგორც ის განმარტავს, კომპანიამ GITA-სგან გრანტი აიღო და ამ გზით 9 მლნ ლარის ეკვივალენტი გადაახურდავა.
“დაახლოებით 2 წლის წინ kursi.ge-მ GITA-ს გრანტი აიღო. ამის წყალობით შევძელით, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის, დაახლოებით 9 მილიარდი ლარის ეკვივალენტი გადაგვეხურდავებინა. შესაბამისად, საცალო მომხმარებლებსა და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთ”, – აღნიშნა გიორგი აგლაძემ.
კომენტარები
