საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქ ლიონში შაბათს, 24 ოქტომბერს ყველა დემონსტრაცია აიკრძალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
რონის დეპარტამენტის პრეფექტურაში, რომელსაც ქალაქი ლიონი ეკუთვნის, ხუთშაბათს განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„17 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებით, პრეფექტმა განკარგულებით გადაწყვიტა, შაბათს, 24 ოქტომბერს ქალაქ ლიონში ყველა დემონსტრაცია აკრძალოს“, – ნათქვამია პრეფექტურის განცხადებაში.
კომენტარები
