ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ევროპას სუსტი უწოდა და თქვა რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირსა და ევროპას სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რადგან ხედავენ დაქსაქსულობას გაერთიანებაში.
მისი განმარტებით ევროკავშირი დიდ დროს კარგავს გადაწყვეტილებების მიღებისას და თუ ეს სწრაფად არ შეიცვლება გაერთიანება მნიშვნელობას დაკარგავს.
მისი თქმით, მსოფლიო გლობალური მოთამაშეების ეპოქაში შედის, ევროპა კი ჯერჯერობით ამ ლიგაში ვერ ხვდება.
ამასთანავე, ჩეხეთის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმების გამო და აღნიშნა, რომ მოსკოვს შეუძლია მთელი ყურადღება ვაშინგტონსა და პეკინთან გარიგებებზე გადაიტანოს, უკრაინისა და ევროპის ინტერესების სრული იგნორირებით.
კომენტარები
