სომხეთის ეროვნულ კრებაში გრძელდება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვა. „არმენპრესის“ ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს პარლამენტში ვითარება დაიძაბა.
ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს დღემდე არ მოუხდია ბოდიში წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადების გამო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ცალკე სამინისტროს შექმნას აპირებდნენ.
ნარეკ კარაპეტიანმა ადგილიდან დაიწყო საუბარი, შემდეგ კი ტრიბუნასთან მივიდა, რის შემდეგაც პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
სომხეთის ეროვნულ კრებაში შესვენება გამოცხადდა.
კომენტარები
