აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, უაილსის ადგილს სტივენ მილერი დაიკავებს, რომელიც მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
თავად უაილსი სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში Trump Political Operation-ში გადავა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბატონი სტივენ მილერი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ყველაზე სანდო მრჩეველია, 2026 წლის 9 ნოემბრიდან ადმინისტრაციის უფროსი იქნება. სიუზი უაილსი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა, Trump Political Operation-ში გადავა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისთვის. მან დიდებული საქმე გააკეთა!“, – დაწერა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ტრამპის პირველი საკადრო ცვლილება მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს მისმა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესში შუალედური არჩევნები წააგო.
