ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები დადებითად აფასებენ. ავიაკომპანიისთვის გაგზავნილ წერილებში მგზავრები ფრენის დროს მიღებულ მომსახურებაზე საუბრობენ და ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმის, თავაზიანობისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდიან.
განსაკუთრებით თბილი შეფასებები უცხო ქვეყნების მგზავრებისგან გამოიგზავნა. ისინი აღნიშნავენ, რომ ბორტგამცილებლების ყურადღებამ და მზრუნველობამ მათი მგზავრობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადა.
ერთ-ერთი უცხოელი მგზავრი, რომელიც ქართული ავიაკომპანიით პირველად იმგზავრა, წერს:
„ჯორჯიან ეარვეისით“ პირველად ვიმგზავრე და ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო.
ეკიპაჟი მართლაც კეთილგანწყობილია და მომსახურებაც კარგი იყო. აკაკი და ეკიპაჟის ყველა წევრი ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან.
ფრენა დროულად შესრულდა და იმედი მაქვს, თბილისში შესანიშნავ დროს გავატარებ“.
იტალიიდან გამოგზავნილ წერილში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა იხსენებს, როგორ დაეხმარნენ ბორტგამცილებლები ფრენის დროს და რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისთვის მათი ყურადღება.
„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ერეკლეს დახმარებით. ორ პატარა ბავშვთან ერთად ვმგზავრობდი. ის ძალიან ყურადღებიანი და კეთილი იყო.
როდესაც ცოტა ხნით გასვლა მომიწია, ის დამეხმარა და ერთ-ერთი ბავშვი დაიჭირა, სანამ მეორესთან ერთად ვიყავი.
ბავშვი მასთან ძალიან მშვიდად იყო.
აკაკისა და ერეკლესთან თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ორივე ძალიან გულღია, სწრაფი, კეთილი და დახმარებისთვის მზად იყო.
დიდი მადლობა!
ეს ორი შვილის დედის გულწრფელი შეფასებაა, რომელმაც კარგად იცის, რამდენად რთულია ზოგჯერ ფრენა. მაგრამ ერეკლესა და აკაკის წყალობით ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო“.
ავიაკომპანიამ კიდევ ერთი სამადლობელი წერილი მილანიდანაც მიიღო. იტალიელი მგზავრი განსაკუთრებით აღნიშნავს ფრენის სისწრაფესა და ეკიპაჟის წევრის, აკაკის, კეთილგანწყობას.
„სასიამოვნო ფრენა მქონდა. ფრენა სწრაფი იყო და ძალიან მომეწონა. აკაკი ძალიან სიმპათიური და კეთილგანწყობილი ბორტგამცილებელია. მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის!!!“
ავიაკომპანიის მომსახურებით კმაყოფილებას გამოხატავს კიდევ ერთი ქართველი მგზავრი, რომელიც შვილთან ერთად ამსტერდამიდან თბილისში ბრუნდებოდა. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვა ავიაკომპანიების მომსახურების გამოცდილებაც აქვს, თუმცა „ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის დამოკიდებულებამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
- „მე და მარიამი (ჩემი შვილი) მოვფრინავთ ამსტერდამიდან თბილისში. ვიყავით სამედიცინო კონფერენციაზე, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. თუმცა ბოლო დროს „თურქიშით“ და „ბალტიკით“ დავფრინავდი.
მარიამისთვის პირველი ფრენაა „აირზენათი“ და გვინდა, აღვნიშნოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ საუკეთესოა…
დამოკიდებულება მგზავრებთან, თავაზიანობა და ყურადღება…
ამ ყველაფრის გამო, დიდი მადლობა ბორტგამცილებლებს: ერეკლეს, აკაკის, ელენეს, პილოტს, დიმას, კაპიტანს და მთელ ეკიპაჟს საუკეთესო ფრენისთვის…“
მგზავრების წერილებში არაერთხელ მეორდება ეკიპაჟის წევრების — ერეკლესა და აკაკის სახელები. მათ მადლობას უხდიან როგორც პროფესიონალური მომსახურებისთვის, ისე იმ ადამიანური ყურადღებისთვის, რომელმაც მგზავრობა განსაკუთრებით სასიამოვნო გახადა.
