ჟურნალ „შტერნისთვის“ Forsa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში მონაწილე გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა, წინააღმდეგია 45%, ხოლო მტკიცე პოზიცია არ აქვს 2%-ს.
კვლევა ასევე აჩვენებს, თუ რომელი პარტიის მომხრეთა რამდენი პროცენტი უჭერს ან ეწინააღმდეგება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას.
კვლევის მიხედვით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) მხარდამჭერთა 75% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მომხრეა, წინააღმდეგია 23%.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერთა 84% კი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება, მომხრეა მხოლოდ 14%.
მიმდინარე ომში უკრაინელთა მხარდამჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მწვანეთა პარტიის“ (Greens) მომხრეებმა დააფიქსირეს. მათი რაოდენობა 85%-ია, წინააღმდეგია მხოლოდ 13%.
ცნობისთვის კვლევითმა ორგანიზაცია Forsa Institute-მა კვლევა 5-6 ნოემბერს ჩაატარა. მასში მონაწილეობა 1 001-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილება ±3% -ია.
