საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერიზთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
