ისინი ცდილობენ, როგორმე ეს ტრაგედია გამოიყენონ, რათა თავისი ინტერესები გაატარონ, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
ვოლსკი ეხმაურება ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ერთად დავდგეთ ისეთ დროს როცა ერი გლოვობს და არავის მივცეთ საშუალება, რომ ეს უბედურება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – აღნიშნა მან.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
კომენტარები
