იემენელი „ჰუსიტების“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის ავაიარიშებს ტაიზის რეგიონში 11 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საუდის არაბეთის ავიაციამ იერიში ქალაქ ალ-თურბაში განახორციელა.
„ჰუსიტების“ თქმით, საუდის არაბეთის სამხედრო თვითმფრინავებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, რის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.
წყარომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიის თავზე საუდის არაბეთის ავიაციის ინტენსიური და უწყვეტი ყოფნა ხელს უშლის სამაშველო ჯგუფების მუშაობას.
პარალელურად, საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნეპალელი მუშა დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
„თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც უკვე ჩააქრეს; ასევე, დროებით შეჩერდა ქარხნის ზოგიერთი ოპერაცია. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – განაცხადეს საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროში.
