უკრაინის ოპერაცია ლიბიის სანაპიროსთან, რომლის შედეგადაც რუსული სამხედრო ხომალდი განადგურდა, ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ფაქტობრივად უარყო თავისი წინა განცხადება.
მისი თქმით, დღეს მან საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან. კერძოდ, საუბარი შეეხო ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებსაც.
„დავადასტურე, რომ ლიბიაში ბოლო ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა. ასევე ვთქვი, რომ განწყობილნი ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის მთელი საჭირო ინფორმაციის გაცვლა და მათ შორის პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაციის შენარჩუნება“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამგვარად, პრეზიდენტმა ფაქტობრივად უარყო თავისი წინა განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპერაცია თითქოს პარტნიორებთან იყო შეთანხმებული.
