პერუში, სამხედრო პატრულის ევაკუაციის ოპერაციის დროს, სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში, სამხედრო პატრულის ევაკუაციის მისიის შესრულებისას, პერუს სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა VRAEM-ის ზონაში, დასახლება სანაბამბასთან მოხდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი პირი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები
