პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმიანება.
„ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს.
ps სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო. აქციაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატმა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.
28 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე დაწყებული დაპირისპირება სოციალურ ქსელში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დაწერა, რომ აქციაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ასევე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ წევრებს მიმართა: „დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით. ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.