რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი ნახევარი წლით აკრძალა – საქართველოს წიწიბურის თითქმის 100% რუსეთიდან შემოაქვს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა გადაწყვეტილებას “რუსეთის საკვებ ბაზარზე სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების” საბაბით ხსნის. მათივე ინფორმაციით, ექსპორტის აკრძალვა არ შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრები არიან.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 353 300 აშშ დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა. ამ მოცულობის 99,9% კი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.
კომენტარები
