ბოტანიკურ ბაღში ჰესი არ შენდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ გამოუვიდა ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“,-აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, საუბარი იყო პატარა ჰესზე, რომელიც წავკისში უნდა აშენებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რითაც ინვესტორს აქვს შეტანილი განაცხადი, პროექტი ფინანსურად საინტერესო არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესისა და კაშხლის მშენებლობა იგეგმება. როგორც მელიამ აღნიშნა, ჰესის აშენების შემთხვევაში ტელეკომპანია GDS და ივანიშვილის რეზიდენცია ელექტროენერგიით უფასოდ მომარაგდება.
კომენტარები