ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე დაჭრილი გერმანიაში წუხელ გადაიყვანეს.
ჯერჯერობით კვლავ მძიმეა დაჭრილი უფროსი ლეიტენანტის, ივერი ბუაძის მდგომარეობა. მას შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდეს.
„ექიმების კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ბუაძეს კიდევ ერთი ოპერაცია. რაც შეეხება დაჭრილ კიდევ ორ ქართველ სამხედროს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადეს სამინისტროში.
კომენტარები