თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შეთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, დედაქალაქში არსებულ დაწესებულებებზე ქართულენოვანი წარწერების აუცილებლობა და მისი დაცვა იქნება. მან ყურადღება გაამახვილა აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ უცხოენოვან სარეკლამო წარწერებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია ის ქართულ ენაზეც იყოს წარმოდგენილი. “ავიღოთ აღმაშენებლის გამზირი, სადაც ახალი სიცოცხლე შემოვიდა, გაივლით, ქართულის გარდა შეიძლება ყველა ენაზე ნახოთ წარწერები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, მე არავის არ ვერჩი, მაგრამ ქართული ანბანი და ქართული ასოები იქნება პრიორიტეტი და სათანადოდ იქნება დაცული” – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები