საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მხრიდან საუბარია რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე, თუმცა იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა.
“ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და ამ პათოსს ჩვენ ზოგადად ვიზიარებთ და მეორე მხრივ, საუბარია, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა მომზადდეს იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან.
კომენტარები
