სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ამჟამად ელოდებიან უკრაინის გადაწყვეტილებას:
“ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. პოლიტიკოსი სააკაშვილი არის წარსული, დღეს ის, ვისაც აინტერესებს სააკაშვილი, არის საქართველოს პროკურატურა, რადგან მას ოთხ მნიშვნელოვან საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.