საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის კიევში 19 სექტემბერს ჩავა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნივცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი – ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი. ჩვენ კიევში გადავაადგილდებით და იქ ვიქნებით. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე. გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები