საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მთლიანობაში 30 ათას დევნილზე მეტს აქვს მიღებული ბინა და მათ შორის ნახევარეზ მეტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ამ წლის ბოლოსა და მომავლი წლის დასაწყისში თბილისში 120-მდე დევნილი მიიღებს ბინას. სუბარი აცხადებს, რომ უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში 30-35 ათასი დევნილი მიიღებს ბინას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსახლკარო დევნილი აღარ იარსებებს.
კომენტარები