ბავშვების, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის მიუღებელი – მითუმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების “ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით გადაღებულ ფოტოს.
“შესწავლილი უნდა იყოს ეს საკითხი. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
კომენტარები