ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის საპარლამენტო ვიზიტი და აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება მის პრეროგატივას არ წარმოადგენს.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩამოყალიბებული ხედვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიზიტს, ეს არ არის საპარლამენტო ვიზიტი. გამომდინარე აქედან, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა არ არის კომენტარის გაკეთება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატები მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბერში გეგმავენ.
კომენტარები