სამეწარმეო საქმიანობას 90-იანი წლებიდან ვეწევი, როდესაც ქვეყანაში ძალიან რთული პირობები იყო. მაქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრიგოლ მიქელაძემ განუცხადა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშს გამოეხმაურა.
გრიგოლ მიქელაძე განმარტავს, რომ მისი საქმიანობა და შემოსავლები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
”სამეწარმეო საქმიანობას 90-იანი წლებიდან ვეწევი, როდესაც ქვეყანაში ძალიან რთული პირობები იყო. მაქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება. ქონება გაქირავებული მაქვს. ჩემზე ირიცხება უძრავი კაპიტალი. მე მას არ ვმართავ, მაგრამ შემომდის თანხები. დივიდენდის აღების უფლება მაქვს და ეს არავის შეუზღუდავს. დეპუტატს აქვს უფლება მიიღოს დივიდენდი”, – განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ მიქელაძემ.