თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსარჩელე ყოფილი სახელმწიფო მინისტრისგან, გოგა ხაინდრავასგან პატივისა და ღირსების შელახვისთვის და ცილისწამებისთვის სამართლებრივ დასჯას და თანხის დაკისრებას ითხოვს.
„მე მოსარიგებელი არაფერი მჭირს. არავისთან მქონია კონფლიქტი. ეკა გიგაურმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს იმ წოდებისთვის, რაც მან მიიღო”, – ამ რეპლიკით მიმართა გოგა ხაინდრავამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავას.
გოგა ხაინდრავა პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფება.
კომენტარები