კახა კალაძე „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეთა მოთხოვნას პასუხობს და როგორც ამბობს, მათთან შესახვედრად მზად არის.
თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური დაკვეთა აქვთ.
„ამ ადამიანებს რეალურად აქვთ პოლიტიკური დაკვეთა, სააკაშვილის ერთ-ერთი კუდრაჭა (გვარი არ მახსოვს, პიროვნება, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორია) იყენებს ამ ადამიანების უბედურებას და გაჭირვებას და ძალიან სამწუხაროა, რომ თვითონ ეს ადამიანებიც გაუგებარი წარმოშობის ადამიანებს აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთ გაჭირვებაზე პოლიტიკური საბაბით იაქტიურონ”,-განაცხადა კალაძემ პირველ არხთან.
მისი თქმით, გუშინ და გუშინწინ, “ქართული ოცნების” ოფისთან მყოფ მოვაჭრეებს პირადად შეხვდა. როგორც კალაძე ამბობს, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ მზადაა 27 სექტემბერს პრობლემებზე მსჯელობისთვის მათ კიდევ ერთხელ შეხვდეს.