გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 16 წუთს გაგრძელდა და მან ამ სიტყვას საქართველოს მოქალაქეების გზავნილი უწოდა. პრემიერმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის აგრესიაზე, გლობალურ საკითხებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ გამოსვლით გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ვიზიტი დაასრულა.
საქართველოში ოპოზიციამ მთავრობის მეთაური შიდა პოლიტიკურ თემებზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ოკუპაციის შესახებ დასმულ აქცენტებს კი ისინიც და მმართველი გუნდიც წარმატებულად აფასებენ. მთავარი გზავნილები მოეწონათ ანალიტიკოსებსაც.
კომენტარები