საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე, ხელს არ მოაწერს და რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანნსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.