საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
პირველი არხის ინფორმაციით, ანგელა მერკელისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბერლინში გაიმართება.
ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეც განთავსდა.
საქართველოს პრემიერი იქნება პირველი ოფიციალური პირი, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება.
კომენტარები