“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. ამის გამო, სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენებაც გამოაცხადა.
თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და ჯერ თავად მას მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ მელია დარბაზიდან გაეყვანათ.
კომენტარები