ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სრულიად საქართველო გაერთიანდა – გაერთიანდა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის ისტორიის მუზეუმში განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა.
„1-ელი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. არ მაქვს უფლება და არ შემიძლია არ გავიხსენო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი. მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ნიჰილისტური განწყობა იყო ქვეყანაში, რა მდგომარეობა იყო. ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სრულიად საქართველო გაერთიანდა – გაერთიანდა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.