ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის მზად არის.
„უმრავლესობა შეხვედრისთვის მზად არის“, – დასძინა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.
კომენტარები