აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცესი კი ბაღში მანამდე არ განახლდება, ვიდრე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველა საჭირო პროცედურა არ ჩატარდება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა.
25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 23 საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც, ორ საკლასო ოთახში გაკვეთილები არ ჩატარდა.
კომენტარები