სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმე გიორგი შალამბერიძე დაკითხეს.
შალამბერიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი იყო, რომელიც პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმეებს იხილავდა.
პროკურორის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ მოწმემ განაცხადა, რომ იმ დროისთვის, როდესაც კომისიაში განცხადება შევიდა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების საკითხზე, ის შვებულებაში იყო. ამ განცხადებას თან ახლდა შესაბამისი დოკუმენტები პრეზიდენტის მიერ მათ შეწყალებაზე, სასჯელის განახევრებასთან დაკავშირებით. მას დაურეკეს, რომ სამსახურში გასულიყო. გიორგი შალამბერიძე აცხადებს, რომ სამსახურში გასვლის შემდეგ მისი ხელმოწერის გარეშე სასამართლოში უკვე წარდგენილი იყო კომისიის განაცხადი ამ მსჯავრდებულების გათავისუფლების თაობაზე.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდანაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის მოხდებოდა მათი დაკავება, რა პირობებში იქნებოდნენ ისინი და როდის მოხდებოდა მათი შეწყალება.
ამ საქმეში ექსპრეზიდენტს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აქვს წარდგენილი.