კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, დიდი ხეივნისა და მიმდებარე ქუჩებზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 8 ნოემბერს, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:
დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის და კრწანისის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.