ლიბიაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაშავებულზე.
აფეთქება დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გარაბულიში მოხდა.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი იარაღის საწყობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.
კომენტარები