თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხვალ მომღერალ თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
ღონისძიება ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თამარ გვერდწითელთან ერთად საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს რეჟისორია ზაზა ორაშვილი, პროდიუსერი კი რეზი ახრახაძე.
”კონცერტი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივას, დაარსდეს თავშესაფარი და გაეწიოთ დახმარება მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს, რომლებიც სრულწლოვანები ხდებიან და მათზე არანაირი სოციალური პროგრამა აღარ ვრცელდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად პატრიარქის ამ წამოწყებას მოხმარდება. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.