ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნამდვილად კარგია, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე 17 წლის მერე თავიდან გადაიხედება. ცრუ დასმენისთვისაც დაისჯება პატიმარი ციხისთავი და თუ სხვა დეტალებია და საქმე არასწორად იყო თავის დროზე გამოძიებული, იმედია ახლანდელ პროკურატურას მაინც ენდობიან!
ხო ისე საინტერესო დეტალები ჟურნალისტებისთვის..რათქმუნდა რუსთავი 2 არ გააკეთებს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ციხეში არის ერთი პატიმარი, რომელიც 5 წელია იხვეწება მოგცემთ ჩვენებას, რომ 2012 წელს შემოდიოდნენ ჩემთან იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მაიძულებდნენ მომეკლა თამაზ თამაზაშვილის შვილი ლექსო თამაზაშვილიო, შენ მერე ,,უდოთი ,,გაგიშვებთ ქვეყნიდანო, მე არ გავაკეთე, შემეშინდა რადგან მერე მეც მომიშორებდნენ თავიდანოო, ცოცხალია ის კაცი ახლაც ციხეში ზის და არ გაგიჭირდებათ ჟურნალისტებს მისი მოძიება! დროა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას!საინტერესოა ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები!” – წერს ჯღარკავა.