ნაცები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას. კი არ დაგვვიწყებია, რა მილიონებს ხარჯავდნენ თავიანთი ცოლების და მომხრეების საგრიალოდ, – ასე გამოეხმაურა ია მეტრეველი თბილისის მერიის მიერ ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის პრობლემის დაფინანსების საკითხს.
“მართლაც როგორ გიბრუნდებათ ენა. ლევანმა და გიამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაზოგეს სამშობლოსთვის და იმ საშინელი რეჟიმის დამარცხებისთვის.
რატომ არ უნდა დაეფინანსებინათ, მით უმეტეს, ჯანმრთელობა სწორედ რომ ქვეყნისთვის ბრძოლაში შეერყათ და საერთოდ ეს ნაცები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას. კი არ დაგვვიწყებია, რა მილიონებს ხარჯავდნენ თავიანთი ცოლების და მომხრეების საგრიალოდ.
მარტო უგულავას ცოლის მშობიარობა გაიხსენეთ, ევროპაში მთელი ხროვა რომ გაემგზავრა. მართლაც როგორ იღებთ ხმას ლევანიზე და გიაზე.
ერთი ის რომ ხვთის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ თორემ, დანარჩენი ყველაფერი დამართეს სააკაშვილის მკვლელებმა“, – წერს ია მეტრეველი.