“რესპუბლიკელი“ დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, სისულელეა იმაზე საუბარი, თითქოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ, საარჩევნო მიზნებს უკავშირდება.
“მიგაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო “რესპებლიკური პარტია“ ხმათა 50%-ს მიიღებს? ვინც ასეთი პოზიცია გამოთქვა, ის ან სულელია ან უბრალოდ მატყუარა. თინა ხიდაშელი ამ შემთხვევაში არ იქნება “რესპუბლიკურ პარტიასთან“ ასოცირებული. თუ მთავრობა იტყვის, რომ კარგია ის, რაც თინა ხიდაშელმა გააკეთა, ამით მთავრობა იხეირებს“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ლევან ბერძენიშვილმა.
“ინტერპრესნიუსი“
კომენტარები