აშშ-ში, ლოს-ანჟელესში 13 წლის ბიჭი საკანალიზაციო ჭაში მაშინ ჩავარდა, როცა ოჯახთან ერთად Griffith Park-ში იმყოფებოდა. ინფორმაციას Independent-იავრცელებს.
მაშველები ბიჭს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოები იმან გაართულა, რომ მოზარდი არ დარჩა იმ ადგილას, სადაც ჩავარდა და მილში გადაადგილება დაიწყო.
საკანალიზაციო სისტემა 1 950-მეტრიანი მილების ქსელისგან შედგება.
საბოლოოდ მაშველებმა ბიჭი გაუჩინარების ადგილიდან 1.6 კილომეტრის მოშორებით იპოვეს და მილიდან ამოიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იმედინიუსი
კომენტარები